m² ჭყონდიდელზე

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი " ჭყონდიდელზე" თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქუჩაზე შენდება.

კომპლექსი განთავსებულია 31 011 კვ.მ-ზე და მოიცავს 12 კორპუსს. გამოირჩევა მოსახერხებელი მდებარეობით - მეტრო „გოცირიძიდან“ 2 წუთის სავალზე.

ბინები სხვადასხვა საჭიროებებზეა მორგებული: ახალი ოჯახებისთვის, გასაქირავებლად, სტუდენტებისთვის თუ დიდი ოჯახებისთვის. ბინები იწყება 40 კვ. მ-დან.

პროექტში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და სარემონტო მასალები, რომლებსაც გავლილი აქვთ ლაბორატორიული შემოწმება.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა:

• 5400 კვ.მ. შიდა ეზო;

• გამწვანებული პარკები, საბავშვო და სპორტული მოედნები;

• დახურული ავტოსადგომი გათვლილი 168 მანქანაზე და მიწისზედა ავტოსადგომი გათვლილი 302 მანქანაზე;

• გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, სასმელი წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას.

საცხოვრებელი კომპლექსის კეთილმოწყობის დასრულება და ექსპლოატაციაში მიღება მოხდება 2023 წელს.