ახალი საცხოვრებელი კომპლექსი "m² ნუცუბიძეზე 2" თბილისში, საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის ქუჩაზე შენდება.
კომპლექსი განთავსებულია 11 924 კვ. მ-ზე და მოიცავს 3 კორპუსს. გამოირჩევა მოსახერხებელი მდებარეობით - მეტრო „ვაჟა-ფშაველადან“ 2 წუთის სავალზე.
ბინები სხვადასხვა საჭიროებებზეა მორგებული: ახალი ოჯახებისთვის, გასაქირავებლად, სტუდენტებისთვის თუ დიდი ოჯახებისთვის. ბინები იწყება 34 კვ. მ-დან.
პროექტში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და სარემონტო მასალები, რომლებსაც გავლილი აქვთ ლაბორატორიული შემოწმება.
კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა:
• 4000 კვ.მ. სარეკრეაციო ზონა;
• საბავშვო და სპორტული მოედნები;
• დახურული ავტოსადგომი გათვლილი 258 მანქანაზე და მიწისზედა ავტოსადგომი გათვლილი 28 მანქანაზე;
• გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, სასმელი წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას.
საცხოვრებელი კომპლექსის კეთილმოწყობის დასრულება და ექსპლოატაციაში მიღება მოხდება 2023 წელს.