ახალი საცხოვრებელი კომპლექსი "m² მირცხულავაზე" თბილისში, დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე შენდება.
კომპლექსი განთავსებულია 25 365 კვ. მ-ზე, მოიცავს 10 კორპუსისს, შიდა ეზოს, გამწვანებულ პარკებს, სპორტულ მოედანსა და ავტოსადგომს. პროექტი მდებარეობს 13 წუთის სავალზე მეტრო „დიდუბიდან“.
ბინები იწყება 40 კვ. მ-დან და სხვადასხვა საჭიროებებზეა მორგებული: ახალი ოჯახებისთვის, გასაქირავებლად, სტუდენტებისთვის თუ დიდი ოჯახებისთვის.
პროექტში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო და სარემონტო მასალები, რომლებსაც გავლილი აქვთ ლაბორატორიული შემოწმება.
კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა:
• 6200 კვ.მ. ეზო;
• გამწვანებული პარკები, საბავშვო და სპორტული მოედნები;
• დახურული ავტოსადგომი გათვლილი 303 მანქანაზე და მიწისზედ აავტოსადგომი, გათვლილი 177 მანქანაზე;
• გენერატორი, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, სასმელი წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდ აეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას.
საცხოვრებელი კომპლექსის კეთილმოწყობის დასრულება და ექსპლოატაციაში მიღება მოხდება 2023 წელს.